ეკა ბესელია – “როგორ იკითხება კანონი, ამას პარლამენტში ვერ ისწავლი”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ეკა ბესელიას თქმით, ის ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იმ სტანდარტების ერთგული დარჩეს, რომლებიც სამართლიანობას, კანონის პატივისცემასა და ინსტიტუციურ ნდობას მოემსახურება.
​როგორც მან აღნიშნა, საკანონმდებლო ორგანოში ნასწავლი ადამიანები უნდა მიდიოდნენ, რადგან კანონის წაკითხვას იქ ვერ ისწავლიან: „კონსტიტუციისა და კანონის წაკითხვას იურიდიულ ფაკულტეტზე ასწავლიან და, ვინც კარგად სწავლობდა, იცის, კანონი როგორ წაიკითხოს, რადგან ამას პარლამენტში ვერ ისწავლი. საკანონმდებლო ორგანოში უკვე ნასწავლი ადამიანები უნდა მოდიოდნენ. ერთ მშვენიერ დღეს არ უნდა აღმოვაჩინოთ, რომ სასამართლო სისტემა მთლიანად ჩაკეტილია იმ პრაქტიკოსი მოსამართლეებით, რომლებიც წინა ხელისუფლებიდან მოდიან და სისტემაში ახალი კადრების შედინება არ ხდება. საჭიროა ახალი ცვლილებები. ამის მცდელობა იყო, რის წინააღმდეგაც, თავის დროზე, გამოვედი. ეს რომ არ მომხდარიყო, ყველაფერი გავაკეთე. ეს მცდელობა გარკვეული პირების მხრიდან იყო. ყველა თავის თავს ამჟღავნებს. კომიტეტს საპარლამენტო საქმიანობაში მნიშვნელოვანი ადგილი და ფუნქცია აქვს, მათ შორის – წამყვანი იქნება მოსამართლეთა შერჩევის პროცესში. ეს არის პირველი ეტაპის საკითხი. მინდა, ვისურვო და ყველაფერს გავაკეთებ, რომ კომიტეტი იმ სტანდარტების ერთგული დარჩეს, რომლებიც სამართლიანობას, კანონის პატივისცემასა და ინსტიტუციურ ნდობას მოემსახურება. ვანო ზარდიაშვილის სახელი და გვარი არ მაინტერესებს”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები