“არ დავუშვებთ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იუსტიციის საბჭოს ფილიალი გახდეს”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, არ მოხდება ისე, რომ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი უმაღლესი საბჭოს ფილიალი გახდეს. როგორც მან აღნიშნა, უმჯობესია, სხდომა დაინიშნოს და განიხილონ საკითხი, რათა საზოგადოებაში მეტი კითხვა აღარ დარჩეს. „მათ ვურჩევ, დღის წესრიგში მალე ჩასვან კანონპროექტი, რადგან, შეიძლება, მალე დადგეს ის რეალობა, რისიც გვეშინოდა – ცოტა ხანში, კომიტეტი იუსტიციის საბჭოს ფილიალი იყოს. ამას არ დავუშვებთ. იუსტიციის საბჭოს ვერ ჩავუგდებთ ხელში ამ კომიტეტს. ეს ყველამ უნდა იცოდეს. უმჯობესი იქნება, სხდომა დანიშნონ, რათა მეტი კითხვა არ გაჩნდეს საზოგადოებაში. ნუ გვეჯიბრებიან.
საზოგადოებრივი დაკვეთა შეასრულონ. ჩვენთან ჯიბრი კარგად არავისთვის დასრულდება“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
ცნობისათვის, ლევან გოგიჩაიშვილი ერთ-ერთია იმ ცხრა დეპუტატს შორის, რომლებმაც „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები მოამზადეს. ცვლილებების გათვალისწინებით, რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ განწესება 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა შეჩერდეს. კანონპროექტი რამდენიმე დღის წინ დარეგისტრირდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები