იუნკერთა სახელობის 52-ე სკოლამ პროექტ „წერილები ჯარისკაცებს“ უმასპინძლა (ფოტოკოლაჟი)

„როდის გადაწყვიტეთ, ჯარისკაცები გამხდარიყავით? ძნელია თუ არა ოჯახებიდან და სამშობლოდან შორს ყოფნა? საქართველოსთვის თავს თუ გაწირავდით?…“, – და კიდევ ბევრი მსგავსი შეკითხვა დაუსვეს ბავშვებმა სამხედრო მოსამსახურეებს პროექტ „წერილები ჯარისკაცების“ ფარგლებში. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამჯერად, პროექტს თბილისის ქართველ იუნკერთა სახელობის 52-ე საჯარო სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლეებმა უმასპინძლეს და საქართველოს თავდაცვის ძალების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამხედრო მოსამსახურეებს ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე ქართველი მშვიდობისმყოფელებისთვის დაწერილი წერილები გადასცეს. სკოლიდანვე გახორციელდა ქაბულში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბ-ბინის ბაზაზე დისლოცირებული IV მექანიზებული ბრიგადის ასეულის სამხედროებთან ბავშვების ტელეხიდით ჩართვა.
ამ ეტაპზე, ავღანეთში 2400 წერილი იგზავნება, რომელიც დანაშაულის პრევენციის ცენტრმა, საქართველოს მასშტაბით, შვიდი ქალაქის – თბილისის, გორის, ქუთაისის, ბათუმის, თელავის, გურჯაანისა და ყვარლის 50 სკოლიდან შეაგროვა. „წერილები ჯარისკაცებს” თავდაცვის, იუსტიციისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროების ერთობლივი პროექტია, რომელსაც დანაშაულის პრევენციის ცენტრი, სტუდენტებთან ერთად, 2012 წლიდან ახორციელებს. პროგრამის შესახებ სკოლების ინფორმირებას, IV-V კლასების მოსწავლეთა ჩართულობასა და წერილების შეგროვებას სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ უზრუნველყოფს. მოსწავლეები წერილებს საერთაშორისო მისიაში მონაწილე ქართველ ჯარისკაცებს უგზავნიან და მათგან საპასუხო ბარათებს იღებენ. პროექტის მიზანი სამშობლოდან შორს მყოფი ქართველი სამხედროებისთვის თანადგომი
სა და მხარდაჭერის გამოხატვაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები