პრეზიდენტმა ქუთაისში ბოტანიკური ბაღი და ,,რიონჰესის” ერთ-ერთი ნაგებობა დაათვალიერა (ფოტოკოლაჟი)

სალომე ზურაბიშვილი ქუთაისის ბოტანიკურ ბაღს ეწვია და ,,რიონჰესის” კომპლექსის ნაწილი, ისტორიულ-არქიტექტურული ნაგებობა დაათვალიერა.
როგორც “კვირას” პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, სალომე ზურაბიშვილი ბოტანიკური ბაღის მუშაობის სპეციფიკას გაეცნო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, უნიკალური ჯიშის რამდენიმესაუკუნოვანი ნარგავები დაათვალიერა. აღინიშნა, რომ ქუთაისის ბოტანიკური ბაღი საქართველოში ერთ-ერთი უნიკალური ღირსშესანიშნაობაა, რომელიც მე-19 საუკუნის შუა წლებში დაარსდა და თბილისის ეროვნული ბოტანიკური ბაღის შემდეგ, მეორეა ქვეყნის ადრეულ ბოტანიკურ ბაღებს შორის. ბოტანიკური ბაღის დენდროფლორა წარმოდგენილია, დაახლოებით, 700-მდე სახეობის მცენარით, ხითა და ბუჩქით, მსოფლიოს ყველა რეგიონიდან.
სალომე ზურაბიშვილმა ის შენობაც დაათვალიერა, სადაც ცნობილი ენათმეცნიერი, ნიკო მარი დაიბადა, რადგან წლების განმავლობაში, ამ ბაღს სწორედ მისი მამა, იაკობ მარი ხელმძღვანელობდა.
ბაღის ადმინისტრაციის ინიციატივით, საქართველოს პრეზიდენტმა ბოტანიკურ ბაღში კვიპაროსის ნერგი დარგო.
ქუთაისში პრეზიდენტმა ,,რიონჰესის” ისტორიული ნაგებობის ნაწილიც დაათვალიერა – ჰესის, რომელიც საქართველოს ერთიანი ენერგოსისტემის მნიშვნელოვანი ნაწილია. ჰესის მუშაობასა და ამჟამად მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, პრეზიდენტს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები