სალომე ზურაბიშვილი წყალტუბოში ბავშვთა ინკლუზიურ ცენტრს ეწვია

საქართველოს პრეზიდენტი, იმერეთში ვიზიტის ფარგლებში, წყალტუბოს  ბავშვთა ინკულზიურ ცენტრს ეწვია და ბენეფიციარები მოინახულა.

ცენტრის დირექტორის, ნინო ნესიწვერიძის განცხადებით, ცენტრი 2015 წლიდან ფუნქციონირებს და მასში 7-დან 8 წლამდე ბენეფიციარები ექვს საათს ატარებენ, ამ დროის განმავლობაში ისინი ორჯერადი კვებით, ტრანსპორტირებით, ფსიქოლოგისა და მეტყველების სპეციალისტის მომსახურებით არიან უზრუნველყოფილნი.

როგორც ,,კვირას“ პრეზიდენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, ბავშვთა ინკლუზიური ცენტრი ასევე შშმ ბავშვების განათლებისათვის საჭირო უნდივიდუალურ პროგრამებს შეიმუშავებს და შრომითი საქმიანობისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე ზრუნავს.

პრეზიდენტმა ადგილობრივ ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა იმისათვის, რომ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებზე ზრუნავენ, რადგან ცენტრი დაარსებიდან მუნიციპალურ ბალანსზე იმყოფება.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები