“ნაცმოძრაობის” წევრები ლიეჟში, მიხეილ სააკაშვილის მიერ დაგეგმილ ემიგრანტების შეკრებაზე დასასწრებად გაემგზავრნენ

ბელგიაში, ქალაქ ლიეჟში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ დაგეგმილ ემიგრანტების შეკრებაზე დასასწრებად “ნაციონალური მოძრაობის” წევრები გაემგზავრნენ. ბათუმის ორგანიზაციიდან რამდენიმე ლიდერმა და პარტიის მხარდამჭერმა სარფის საზღვარი გვიან ღამით გადაკვეთეს. მათი განცხადებით, ისინი ემიგრანტებთან შეხვედრაში მიიღებენ მონაწილეობას, სადაც სამომავლო გეგმაზე და აჭარის ალტერნატიულ მთავრობაზე ისაუბრებენ.
“როგორც ჩვენმა ლიდერმა დააანონსა, იქ იქნება სამომავლო გეგმებზე საუბარი. ქალაქში არამარტო საქართველოდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩავლენ ადამიანები. არაფერ შუაშია, ამ შემთხვევაში, ალტერნატიული მთავრობა, იქ არის შეკრება სამომავლო გეგმებზე სასაუბროდ, შესაბამისად, ერთერთ საკითხად შეიძლება ესეც იყოს განხილული”,- განაცხადა “ნაცმოძრაობის” წევრმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, ელგუჯა ბაგრატიონმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები