ლიეჟში, მიხეილ სააკაშვილის მიერ დაგეგმილ ემიგრანტების შეკრებას ზვიად კუპრავაც დაესწრება

“სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა ხვალ ბელგიის ქალაქ ლიეჟში ექსპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შეხვდება. როგორც მან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გამგზავრებამდე განაცხადა, ის სააკაშვილის მიერ დაგეგმილ ემიგრანტების შეკრებას დაესწრება, სადაც სამომავლო გეგმებზე ისაუბრებენ. ​
“მივდივარ ემიგრანტთა მსოფლიო კრებაზე. მიხეილ სააკაშვილიც იქნება. სავარაუდოდ, შევხვდები. ლიეჟში გეგმებს და გადაწყვეტილებებს განვიხილავთ”,- აცხადებს ზვიად კუპრავა.
​მისივე თქმით, ის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიერ შექმნილი აჭარის მოდელირებული მთავრობის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.
ცნობისათვის, ბელგიაში, ქალაქ ლიეჟში ”ნაციონალური მოძრაობის” წევრებიც გაემგზავრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები