დავით ზალკალიანი, ავღანეთის საკითხებზე, აშშ-ის წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი, ვაშინგტონში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელს ავღანეთის საკითხებში, ზალმაი ხალიზადს შეხვდა​.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, შეეხო საქართველოს აქტიურ მონაწილეობას ავღანეთში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. სპეციალურმა წარმომადგენელმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს ნატო-ს სამშვიდობო ოპერაციებში აქტიური მონაწილეობისა და იმ პრაქტიკული და პოლიტიკური მხარდაჭერისთვის, რასაც საქართველო  ავღანეთში ვითარების დარეგულირებისა და ქვეყნის მშვიდობიანი განვითარებისთვის გამოხატავს.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო, როგორც ცივილური სამყაროს აქტიური წევრი, გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლენას და მხარს უჭერს ავღანეთის საკითხზე საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიურობასა და მიმდინარე სამშვიდობო პროცესს.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ავღანეთთან თანამშრომლობას საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნების განვითარების საკითხში. ამ მხრივ, მხარეები მიესალმა ლაპის-ლაზულის პროექტის იმპლემენტაციას, რაც ევროპა-აზიის დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო დერეფანია და ხელს უწყობს პროექტში ჩართული ქვეყნების – მათ შორის, საქართველოსა და ავღანეთის ეკონომიკურ განვითარებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები