ირმა ინაშვილი: მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა არათუ უნდა შეჩერდეს, ამ სისტემაზე უარი უნდა ვთქვათ

მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა არათუ უნდა შეჩერდეს, ამ სისტემაზე უარი უნდა ვთქვათ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა.
„არ შეიძლება, მოსამართლეები უვადოდ დაუდევრად დაინიშნონ. განსაკუთრებით, ის მოსამართლეები, რომელთა მიმართ საზოგადოებაში ნდობა არ არის და რომელთაც არაერთი მკვლელი განაჩენი აქვთ გამოტანილი. ეს განაჩენები არის ქართული სასამართლოს არქივში. არაერთი ისეთი განაჩენია, რომელმაც სულხან მოლაშვილის ოჯახი გაანადგურა. ეს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა არათუ უნდა შეჩერდეს, ამ სისტემაზე უარი უნდა ვთქვათ, რადგან ქართული სახელმწიფო და სასამართლო ამისთვის მზად არ არის”, – განაცხადა ინაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის ცხრა წევრმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები მოამზადა, რომლის თანახმადაც, რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ განწესება 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა შეჩერდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები