მსახიობი გურანდა გაბუნია დაკრძალეს (ფოტოკოლაჟი)

თეატრისა და კინოს მსახიობი, გურანდა გაბუნია დღეს დიდუბის პანთეონში მეუღლის, ოთარ მეღვინეთუხუცესის გვერდით დაკრძალეს.
მარჯანიშვილის თეატრში, სადაც მსახიობის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა პოლიტიკოსები და საზოგადოებისთვის ცნობილი პირები იმყოფებოდნენ.
მსახიობი 80 წლის ასაკში, ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.
მან საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი დაამთავრა. მიღებული ჰქონდა საქართველოს სახალხო არტისტის წოდება, ღირსების ორდენი და იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი.
ნათამაშები აქვს 20-მდე ქართულ ფილმში, მათ შორის „თოჯინები იცინიან“, „მზე შემოდგომისა“, „დათა თუთაშხია“, „თბილისი ჩემი სახლია“.
სხვადასხვა დროს იყო მარჯანიშვილის, რუსთაველისა და რუსთავის დრამატული თეატრის მსახიობი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები