პოლონეთში ქართველები სახლებში ფანჯრიდან იპარებოდნენ და ძარცვავდნენ (ფოტო)

პოლონეთში საქართველოს 3 მოქალაქე ჯგუფური ძარცვის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
როგორც ცნობილია, სამი ქართველი მამაკაცი საცხოვრებელ სახლში ფანჯრიდან შეიპარა, მათ ფული, ძვირფასეულობა და ელექტრო მოწყობილობები მოიპარეს.
ადგილობრივმა პოლიციამ საქმის გამოძიებისას ეჭვმიტანილებს ერთ-ერთ სასტუმროში მიაგნო, ხოლო მანქანის გაჩხრეკის დროს მოპარული, ძვირფასეულობა და სხვა მოპარული ნივთები აღმოაჩინეს.
29-35 წლამდე მამაკაცები ორგანიზებული დანაშაულის ბრალდებით დააკავეს, შესაძლოა, მათ პატიმრობა 10 წლის ვადით მიესაჯოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები