“ხველების საწინააღმდეგო წამლის გამო თბილისის აეროპორტში ისრაელის მოქალაქე დააკავეს” – რას აცხადებენ შს სამინისტროში

რუსულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხველების საწინააღმდეგო წამლის გადატანის გამო თბილისის აეროპორტში ისრაელის მოქალაქე დააკავეს. როგორც ერთ-ერთი გამოცემა აღნიშნავს, დაკავების მიზეზი ხველების საწინააღმდეგო წამლის გადატანა გახდა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე აკრძალულია.
“საქმე ეხება პრეპარატს, რომელიც “კოდეინს” შეიცავს და გამოიყენება ხველების, მაღალი ტემპერატურისა და ტკივილის დროს. ისრაელის მოქალაქეს წამალი ჩამოართვეს, ხოლო თავად ის დაკითხვაზე გადაიყვანეს, რომელიც რამდენიმე საათი გრძელდებოდა, რის შემდეგაც, სასტუმროში დააბინავეს. დაკავებულს ქვეყნის დატოვება ექპერტიზის დასრულებამდე აკრძალული აქვს”, -წერს გამოცემა.
“კვირა” აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, როგორც უწყებაში აცხადებენ, აღნიშნულმა პირმა საზღვარზე გადმოიტანა არადეკლარირებული, “კოდეინის” შემცველი 18 აბი, რომელიც ჩამოერთვა და გადაიგზავნა ექსპერტიზაზე.
“აღნიშნულმა პირმა საზღვარზე გადმოიტანა არადეკლარირებული, “კოდეინის” შემცველი 18 აბი, რომელიც ჩამოერთვა და გადაიგზავნა ექსპერტიზაზე. გამოძიება მიმდინარეობს 260-ე მუხლის 1-ლი და 262-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ნარკოტიკული საშუალების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და საქართველოში შემოტანა. აღნიშნული პირი დაკავებული არ არის”, -აცხადებენ უწყებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები