გორში მეუღლის ცემისთვის 43 წლის მამაკაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1975 წელს დაბადებული გ.კ., ოჯახში ძალადობის ბრალდებით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მეუღლეს – 1976 წელს დაბადებულ თ.წ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 126-პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები