გორში ოჯახში ძალადობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1951 წელს დაბადებული ნ.ა., ოჯახში ძალადობის ბრალდებით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შს სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მეუღლეს – 1974 წელს დაბადებულ ს.ნ.-ს, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
გამოძიება ოჯახის ერთი წევრის მიერ არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.