სასამართლომ სუს-ის წინააღმდეგ, თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლების სარჩელი არ დააკმაყოფილა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლების, აიზა მარგოშვილისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის ადმინისტრაციული სარჩელი არ დააკმაყოფილა.
აღნიშნული გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი. მოსამართლის განმარტებით, სუს-ის მიერ გაკეთებული განცხადებებით უდანაშაულობის პრეზუმფცია არ დარღვეულა.
შეგახსენებთ, რომ მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები სახელმწოფო უსაფრთხოების სამსახურს მათი გარდაცვლილი შვილის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას ედავებოდნენ და მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვდნენ.