გორში დაკავებულ მამინაცვალს გერის ცემისთვის პატიმრობა ემუქრება

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული ლ.ვ., ოჯახში ძალადობის ბრალდებით, გორში დააკავეს.
ჩადენილი დანაშაული 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროდან აცნობეს, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გერს – 1998 წელს დაბადებულ გ.ხ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 126-პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები