დეპუტატ თამარ ხულორდავას მანქანის დაზიანების ბრალდებით დაკავებული 5000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

დეპუტატ თამარ ხულორდავას მანქანის დაზიანების ბრალდებით დაკავებული მოსამართლემ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე მამუკა წიკლაურმა რამდენიმე წუთის წინ გამოიტანა. მან პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულის პატიმრობაში დარჩენასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა.
ბრალდებული 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.
საქმის არსებითი განხილვა 12 თებერვალს ჩაინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები