სამართალდამცველებმა ვაკეში ნარკოდანაშაულისთვის 44 წლის მამაკაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს 1-ლი განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1974 წელს დაბადებული გ.მ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
მათივე ცნობით, დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ამოიღეს თეთრი ფერის ფხვნილი, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალება, რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები