ანკარის წმ. ტერეზას სახელობის ტაძარში ქართული წირვა-ლოცვა პირველად აღევლინა

საქართველოს საპატრიარქოს, საქართველოს საელჩოსა და ანკარაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ერთობლივი ძალისხმევით, ანკარის წმ. ტერეზას სახელობის ტაძარში მამა მიქაელმა (ბრეგვაძე) ქართული წირვა-ლოცვა პირველად აღავლინა.
წირვის დასრულების შემდეგ, თურქეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ მრევლს სიტყვით მიმართა და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საელჩოსა და საქართველოს მოქალაქეებს შორის კომუნიკაციის მნიშვნელობას.
სიტყვით გამოსვლისას ელჩმა აღნიშნა, რომ საქართველოს საელჩო როგორც ყოველთვის, მზად არის დახმარება გაუწიოს საქართველოს მოქალაქეებს მათი კანონიერი ინტერესებისა და უფლებების დაცვის კუთხით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები