ირაკლი კობახიძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების სიაზე: გადაწყვეტილია, რომ ამ სიას კენჭი არ ეყრება
ზოგადად, გადაწყვეტილია, რომ ამ სიას კენჭი არ ეყრება და კენჭი ეყრება ახალ სიას, რომელიც წარმოდგენილი იქნება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების სიასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, თუ იურიდიული კუთხით დასაზუსტებელი გახდა, რომ ამ 10 კანდიდატს არ ეყრება კენჭი, აღნიშნულთან დაკავშირებით, შეიძლება, კანონის გარდამავალ დებულებებში ცვლილება შევიდეს.
„ზოგადად, გადაწყვეტილია, რომ ამ სიას კენჭი არ ეყრება და კენჭი ეყრება ახალ სიას, რომელიც წარმოდგენილი იქნება. თუ იურიდიული კუთხით დასაზუსტებელი გახდა, რომ ამ 10 კანდიდატს არ ეყრება კენჭი, აღნიშნულთან დაკავშირებით, შეიძლება, კანონის გარდამავალ დებულებებში ცვლილება შევიტანოთ. ეს წმინდა ტექნიკური მხარეა. შევთანხმდით, რომ ჯერ შემუშავდება პროცედურა, კრიტერიუმები. ამ ფილტრს გაივლის ყველა კანდიდატი. მათში შესაძლოა ის 10 კანდიდატიც შედიოდეს, რომელიც მანამდე იყო წარმოდგენილი. ასევე, სხვა კანდიდატები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, პროცესი მაქსიმალურად ღიად და გამჭვირვალედ წარიმართება – შეირჩევა 18 კანდიდატი 18 ვაკანტურ პოზიციაზე, ხოლო შემდეგ, პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას, ვის დაუჭერს მხარს.