სომხეთში დაკავებული საქართველოს მოქალაქე ნარკოტიკების უკანონო ბრუნვაშია ეჭვმიტანილი (ვიდეო)

სომხეთის, კანაკერ-რეიტუნსკის პოლიციის განყოფილებაში მიყვანილია საქართველოს მოქალაქე მიხეილ ბრუნდიანი, რომელიც ეჭვმიტანილია ნარკოტიკების უკანონო ბრუნვაში.
როგორც პოლიციის პრესსამსახური იტყობინება, 37 წლის საქართველოს მოქალაქემ უკანონოდ შეიძინა მეტამფეტამინი, კოკაინი და სპაისი.
როგორც ცნობილია, დაკავებისას მას თან ჰქონდა ამფეტამინის მსგავსი კრისტალისებური მასის 6 შეფუთვა, კოკაინის მსგავსი მასის 1 შეფუთვა, ხოლო სპაისის მსგავსი მასის 9 შეფუთვა და 25 სანტიმეტრის სიგრძის დანა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები