საქართველოს მოქალაქე უკრაინელი მესაზღვრისთვის ქრთამის მიცემას ცდილობდა (ფოტო)

საქართველოს მოქალაქე უკრაინაში შესვლისას მესაზღვრისთვის ქრთამის მიცემას ცდილობდა, მას ქვეყანაში შესვლა აეკრძალა, – ამის შესახებ ინფორმაცის ოდესის სასაზღვრო განყოფილება ავრცელებს.
როგორც ირკვევა, საბუთების შემოწმების დროს, საქართველოს 29 წლის მოქალაქე საგრძნობლად აღელდა და ვერ შეძლო დაესახელებინა უკრაინაში ვიზიტის მიზეზი. იმისთვის, რომ საზღვარზე უსაფრთხოდ გადასულიყო მან მესაზღვრეს 100 დოლარის ოდენობით ქრთამი შესთავაზა.
სამართალდამცველებმა ფულზე უარი თქვეს. სამართლის დამრღვევის მიმართ პროტოკოლი შედგა. ახლა, მექრთამესთვის უკრაინაში შესვლა აკრძალულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები