ანრი ოხანაშვილი: კომიტეტის თავმჯდომარედ ჩემს წარდგენას საფუძვლად დაედო ის ღირებულებები, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ აქვს
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მის წარდგენას საფუძვლად ის ღირებულებები დაედო, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ აქვს.
„ძალიან დიდი მადლობა გუნდს ასეთი დიდი მხარდაჭერისთვის, ვინაიდან გადაწყვეტილება მიიღო უმრავლესობამ, რომელსაც ბევრ სხვა საკითხთან ერთად საფუძვლად დაედო ის ღირებულებები, რომელიც გააჩნია „ქართულ ოცნებას“. ნებისმიერი სხვა ჩემი კოლეგის დამოკიდებულება არის პირადი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი, ეს არის მათი არჩევანი. სხვა დანარჩენი კომენტარი, გუნდის წევრებთან დაკავშირებით, საჯაროდ არ მიმაჩნია რელევანტური“,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელად ანრი ოხანაშვილის წარდგენას უმრავლესობის სხდომაზე ეკა ბესელიამ, გედევან ფოფხაძემ და ლევან გოგიჩაიშვილმა მხარი არ დაუჭირეს.