პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში შესაძლოა, ქართული კულტურის ეროვნული მუზეუმი განთავსდეს

„სამუშაო ჯგუფი განიხილავს, რა ფუნქციით შეიძლება ავლაბრის სასახლის შენობის გამოყენება ყველაზე უკეთესად“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბირსას განაცხადა.
მისი თქმით, ერთ-ერთი იდეის დონეზე, სასახლეში, შესაძლოა საქართველოს ეროვნული კულტურის ცენტრი და სამუზეუმო სივრცე მოეწყოს.
„ეს იდეის დონეზე იქნა მოწონებული. სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც განიხილავს ვარიანტებს, ვერსიებს, თუ როგორ შეიძლება ყველაზე უკეთ ამ შენობის გამოყენება. მთავარი ამოცანაა, შენობა მაქსიმალურად მოემსახუროს ჩვენს საზოგადოებას, ხალხს და სწორედ ამ იდეით იქნება ნაკარნახევი სამუშაო ჯგუფის საქმიანობა. ვფიქრობ, ფინანსურადაც და სოციალური თვალსაზრისითაც ამ პროექტის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები