როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – თბილისში ჰაერი 16 გრადუსამდე გათბება
4-6 თებერვალს საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +16, +21, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +7, +12 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება. „7 თებერვალს დღისით ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +12, +17 გრადუსია მოსალოდნელი. რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 7 თებერვალს +16 გრადუსამდე მოიმატებს“,- აცხადებენ სინოპტიკოსები.