61-ე სკოლაში მე-11 კლასის მოსწავლეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
თბილისის, 61-ე საჯარო სკოლაში მოსწავლეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
როგორც „კვირასთვის“ გახდა ცნობილი, სკოლის მე-11 კლასელ ორ მოსწავლეს შორის დაპირისპირება მოხდა.
შემთხვევის ადგილზე საპატრულო და სასწრაფო სამედიცინო ბრიგადები არიან მობილიზებულნი.
„კვირა“ ამ საკითხზე მუშაობას აგრძელებს და დამატებით დეტალებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
