სტრასბურგის სასამართლო: რუსეთმა საქართველოს 1 500 მოქალაქეს კომპენსაციის სახით, 10 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოს 1 500 მოქალაქეს არამატერიალური ზიანის მიყენებისთვის კომპენსაციის სახით, 10 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, მე-4 ოქმის მე-4 მუხლის დარღვევის შესაბამისად, დაზარალებულად ცნობილ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს 2 ათასი ევროს ოდენობის კომპენსაცია უნდა გადაეცეს. ხოლო პირველი პარაგრაფის მე-5 მუხლის დარღვევისთვის, თითოეულ მოქალაქეს 10 ათასიდან 15 ათას ევრომდე კომპენსაცია ეკუთვნის.
სასამართლოს დადგენილების თანახმად, რუსეთმა კონვენციის მე-3 მუხლი დაარღვია, რაც პატიმრობის დროს არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას ითვალისწინებს.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, საუბარია რუსეთიდან გამოძევებულ საქართველოს 4634 მოქალაქეზე, რომლებიც 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციიდან მასობრივი დეპორტაციისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების მსხვერპლნი გახდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები