ნიკო ჩხეტიანი: 610 ათას ბენეფიციარს 4 მილიარდ ლარზე მეტი დავალიანება ჩამოეწერა
ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე ნიკო ჩხეტიანი ქვეყანაში ჭარბვალიანობის პრობლემის გადაჭრაზე საუბრობს. მისი თქმით, ქვეყანაში უპრეცედენტო სოციალური აქცია განხორციელდა.
„ქვეყანაში გიგანტური ჭარბვალიანობის პრობლემის გადაჭრა მოხდა. მოგეხსენებათ, ჩვენ განვახორციელეთ უპრეცედენტო სოციალური აქცია, რაც გულისხმობდა ვალების ჩამოწერის პროგრამას. ჯამში, 610 ათასი ბენეფიციარი ჰყავს პროგრამას, რომელთაც ჩამოეწერათ 4 მილიარდ ლარზე მეტი დავალიანება, რაც ძალიან მძიმე ტვირთად აწვა მათ და, ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკას. ვფიქრობ, ეს უკეთეს სასტარტო პოზიციებს აძლევს სრულიად საზოგადოებას და ჩვენს ქვეყანას, რომ შემდგომი განვითარება გააგრძელოს ეკონომიკური კუთხით“, – აცხადებს ნიკო ჩხეტიანი.