რუსთავში, „საქართველის ფოსტის“ შენობაში ხანძარი გაჩნდა
რუსთავში, მეგობრობის ქუჩაზე „საქართველის ფოსტის“ შენობაში ხანძარი გაჩნდა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ფოსტის შენობაზე მიშენებული დარაჯის ოთახი დაიწვა.
მათივე ცნობით, ხანძარის ლიკვიდირება დროულად მოხდა და ცეცხლი შენობაზე არ გავრცელებულა.