მარიმ ჯაში: თუ ვაუქმებთ მე-11 კლასის გამოცდას, მრჩება კითხვები, რატომ ვტოვებთ მე-12 კლასის გამოცდას წელს ერთჯერადად?
თუკი ჩვენ ვაუქმებთ მე-11 კლასის გამოცდას, მრჩება კითხვები, რატომ ვტოვებთ მე-12 კლასის გამოცდას წელს ერთჯერადად, როდესაც ხდება სისტემური ცვლილება – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის განათლების და კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა განაცხადა.
მისი თქმით, საკითხის განხილვა დეტალურად გასვლით სხდომაზე 13-15 თებერვალს მოხდება.
რაც შეეხება ეროვნული გამოცდების თემას, მისი შეფასებით, პოზიტიური სიახლეა, რომ ზოგადი უნარების გამოცდა სავალდებულო საგანთა ნუსხიდან ამოღებული იქნება.
“შემიძლია პოზიტიურად შევაფასო ზოგადი უნარების საგნის სავალდებულო ნუსხიდან ამოღება და არა გაუქმება, რამდენადაც სკოლები არ ამზადებენ მოსწავლეებს ამ გამოცდის ჩასაბარებლად. აბიტურიენტები და მშობლები იძულებული იყვნენ, მიემართათ კერძო მასწავლებლებისთვის რაც ზოგიერთი ოჯახისთვის არ იყო ფინანსურად ხელმისაწვდომი. ამ გადაწყვეტილებას პოზიტიურად შევაფასებდი“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.