NDI- გამოკითხულთა 33% თვლის, რომ სასამართლო სისტემა არასწორი მიმართულებით ვითარდება

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გამოკითხულთა 33% მიიჩნევს, რომ სასამართლო სისტემა არასწორი მიმართულებით ვითარდება. გამოკითხულთა 30% აცხადებს, რომ სასამართლო სისტემაში საერთოდ არაფერი იცვლება, 20% ამბობს, რომ კითხვაზე პასუხი საერთოდ არ იცის, 16% კი თვლის, რომ სასამართლო სისტემა სწორი მიმართულებით ვითარდება.
ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა და “CRRC–საქართველომ” მედიას დღეს, 2018 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველი ნაწილი წარუდგინეს.
კვლევის საველე სამუშაოები 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.
კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი 2,1%-ია.
NDI-ის კვლევები დიდი ბრიტანეთის მთავრობის UKaid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები