დიმიტრი ხუნდაძე: შეხვედრის მეორე დღეს პრინციპულ საკითხებზე შეთანხმება მიღწეულია

შეხვედრის მეორე დღე კიდევ უფრო ნაყოფიერი აღმოჩნდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებს “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან  განუცხადა.
როგორც ხუნდაძემ აღნიშნა, პრინციპულ საკითხებზე შეთანხმება შედგა და ყველა თანხმდება, რომ პროცესი გამჭვირვალედ წარიმართება.
“შეხვედრის მეორე დღე კიდევ უფრო ნაყოფიერი აღმოჩნდა, პრინციპულ საკითხებზე შეთანხმება პრინციპულად მიღწეულია. ახლა ტექნიკურ საკითხებზე მიდის შეთანხმებები. როგორც მოლოდინი იყო: “ქართული ოცნება” თუნდაც რთული საკითხებიდან ყოველთვის პოულობს გამოსავალს. ეს გამოსავალი იქნება საზოგადოების ინტერესთან თანხვედრაში. პროცესი ეხება ქვეყნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუტს – სასამართლოს და შერჩევის კრიტერიუმს. დეპუტატებს ექნებათ საშუალება, რომ ინდივიდუალურად, ყოველგვარი გუნდური ვალდებულებების გარეშე საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ. პროცესი იქნება გამჭვირვალე და შედეგზე ორიენტირებული”, – განაცხადა ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები