ნინო წილოსანი: კალაძის გაცხადებული პოლიტიკაა გამწვანება, ეკოლოგიის დაცვა და ქალაქის იერსახის გალამაზება

„კახა კალაძის სიტყვას ყოველთვის მოსდევს ქმედითი ნაბიჯები, მისი ძალისხმევით შეთანხმება მოხდა ინვესტორთან და ვაკის პარკში სასტუმრო აღარ აშენდება”, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

მისი თქმით, თბილისის მერი ყოველთვის გამოირჩეოდა ამომრჩევლის მიმართ პასუხისმგებლობით, განსხვავებით იმ მერისგან, რომლის დროსაც ეს ნებართვა გაიცა.

„სწორედ ამას ელოდებოდა ჩვენი ქალაქი მერისგან, რომელიც ყოველთვის გამოირჩევა დიდი პასუხისმგებლობით თავისი ამომრჩევლის მიმართ და ზრუნავს თბილისზე, განსხვავებით იმ მერისგან, რომლის დროსაც ვაკის პარკის ეს ნებართვა გაიცა და, ზოგადად, მახინჯი და ქალაქისთვის დამაზიანებელი ნებართვები გაიცემოდა”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

მისი თქმით, კახა კალაძის უკვე გაცხადებული პოლიტიკა – გამწვანება, ეკოლოგიის დაცვა და ქალაქის იერსახის გალამაზება მნიშვნელოვნად წინგადადგმული ნაბიჯია დედაქალაქის საკეთილდღეოდ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები