“ჩვენს რეგიონს აქვს უზარმაზარი ეკონომიკური პოტენციალი და ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს ეკონომიკური ღირებულება გლობალურ ეკონომიკაში”

„ადამიანური კაპიტალის განვითარება უმნიშვნელოვანესია ნებისმიერი ქვეყნისთვის, საქართველოში ჩვენ ვიწყებთ საგანმანათლებლო სექტორის ახალ რეფორმას, რომლის საბოლოო მიზანია განათლების გარდაქმნა ჩვენი ეკონომიკის დომინანტ სექტორად“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ თემატურ დისკუსიაზე – Eurasia in a New Global Context გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ განათლების სექტორი მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 10-11%-ს უნდა შეადგენდეს და სწორედ ეს უნდა იყოს საბოლოო მიზანი და სხვა ქვეყნებისთვისაც მისაბაძი მაგალითი.
“ჩვენ მნიშვნელოვანი წარმატებები გვაქვს ბიზნესის წარმოების ინდექსში, რომლის თანახმად ჩვენ მე-6 ადგილზე ვართ. გამოვთქვამ იმედს, რომ ჩვენი რეფორმის შედეგად, თავის დროზე მსგავს წარმატებას მივაღწევთ ადამიანური კაპიტალის ინდექსში. ნება მომეცით, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩვენს რეგიონს აქვს უზარმაზარი ეკონომიკური პოტენციალი. ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს ეკონომიკური ღირებულება გლობალურ ეკონომიკაში, რათა განვამტკიცოთ რეგიონში ზრდის მდგრადობა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს რეგიონს აქვს ყველა წინაპირობა, რათა გახდეს ევრაზიის კონტინენტზე ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები