მემორანდუმი გაფორმდა – პირველი ქართული სტუდენტური კინოდაჯილდოება „ოქროს რტო“ გაიმართება

შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში მემორანდუმზე ხელმოწერის ოფიციალური  ცერემონია გაიმართა. კინო-ტელე ფაკულტეტის ინიციატივით, ყოველწლიური ერთობლივი პროექტი – პირველი ქართული სტუდენტური კინოდაჯილდოება „ოქროს რტო“ განხორციელდება.

პროექტში მონაწილეობას მიიღებენ შემდეგი უნივერსიტეტები:
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი;
აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია;
თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია;
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი.

დაჯილდოვდებიან საკონკურსო ნომინაციებში გამარჯვებული სტუდენტები.

საკონკურსო ნომინაციები:

საუკეთესო მხატვრული ფილმი  – „ოქროს რტო“
საუკეთესო დოკუმენტური ფილმი – სიგელი
საუკეთესო რეჟისურა – სიგელი
საუკეთესო ოპერატორული ნამუშევარი – სიგელი
საუკეთესო ხმის რეჟისურა- სიგელი
საუკეთესო ორიგინალური მუსიკა – სიგელი
საუკეთესო მხატვრობა – სიგელი
საუკეთესო მსახიობი ქალი – სიგელი
საუკეთესო მსახიობი კაცი – სიგელი
საუკეთესო მონტაჟი – სიგელი
საუკეთესო ანიმაცია (4 წელიწადში ერთხელ) – სიგელი / „ოქროს რტო“

კინოდაჯილდოების ცერემონია  2019 წლის 29 ივნისს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები