ია ერაძე: ღირსეული სიბერე ხომ ყველა მოქალაქის სურვილია
„მთელი ევროპა ამ სტანდარტზეა გადასული, ღირსეული სიბერე ხომ ყველა მოქალაქის სურვილია“, – ამ სიტყვებით ეხმაურება საქართველოში მიმდინარე საპენსიო რეფორმას საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ის დირექტორი ია ერაძე.
როგორც ია ერაძე განმარტავს, მისი თანამშრომლები იმედიანად უყურებენ საპანსიო რეფორმას.
ამასთან, იგი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო და კონსტიტუცია მყარი გარანტია იმისა, რომ მოქალაქეების დანაზოგი საიმედო ხელში იქნება.
„ვფიქრობ, სახელმწიფო და კონსტიტუცია მყარი გარანტია იმისა, რომ ჩვენი დანაზოგი საიმედო ხელშია. ჩვენი ორგანიზაციის თანამშრომლები იმედიანად ვუყურებთ დაწყებულ საპენსიო რეფორმას. პრაქტიულად, მთელი ევროპა ამ სტანდარტზეა გადასული, ღირსეული სიბერე ხომ ყველა მოქალაქის სურვილია. დავინტრესდით და გავიგეთ, რომ საპენსიო დანაზოგებზე არანაირი აღსრულების მექანიზმი არ ვრცელდება. ის არის უფრო დაცული, ვიდრე ნებისმიერი სხვა აქტივი და ასევე, გადაეცემა მემკვიდრეობით.
ამან ნდობის ხარისხი, ბუნებრივია, რომ გაგვიზარდა და მოტივაციაც დიდია, რომ ჩავერთოთ. სააგენტოს ჰყავს სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც უზრუნველყოფს მონაწილეთა ინტერესების დაცვას.
ცალკე მინდა აღვნიშნო მენეჯერის როლი ამ საქმეში, პირადად მე, მჯერა ლევან სურგულაძის, ის ნამდვილად ღირსეული ადამიანი და საქმის კაცია. მგონია, რომ რეფორმა თავის სიტყვას იტყვის! მე, როგორც კომპანიის ერთი ხელმძღვანელი, ნამდვილად მომხრე ვარ!“ – აცხადებს ია ერაძე.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში საპენსიო რეფორმა ამოქმედდა. რეფორმის თანახმად, 40-წლამდე ასაკის მოქალაქეებისთვის საპენსიო რეფორმა სავალდებულოა, ხოლო 40 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის – ნებაყოფლობითი.
დაგროვებითი პენსიის კანონი პარლამენტმა 21 ივლისს მიიღო. სისტემის ამოქმედების შემდეგ, მოქალაქეების მიერ დაზოგილ თანხას სპეციალური საპენსიო ფონდი განკარგავს, აღნიშნულ ფულს გარკვეულ საპროცენტო განაკვეთს დაარიცხავს და მოქალაქეებს ამ თანხას პენსიაზე გასვლის შემდეგ დაუბრუნებს.