ჩილეს სანაპიროზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა – ევაკუირებულია 148 ათასი ადამიანი (ფოტოკოლაჟი)
ჩილეს სანაპიროზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ქალაქ კოკიმბოდან 29 კილომეტრში დაფიქსირდა. პირველადი ინფორმაციით, გარდაიცვალა 2 ადამიანი, არიან დაშავებულებიც. მიწისძვრის შედეგად, დაზიანებულია შენობები, თუმცა ზუსტი ზარალის შესახებ, ამ ეტაპზე, ინფორმაცია არ ვრცელდება.
როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ძლიერი მიწისძვრის მიუხედავად, ცუნამის საშიშროება არ ყოფილა. ქვეყნის ხელისუფლებამ სტიქიის ზონიდან მოსახლეობის ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო და ისინი დროებით ქალაქ კოკიმბოში გადაიყვანა. ცნობილია, რომ ჩილეს სანაპიროზე, სტიქიის ზონაში 148 ათასი ადამიანი ცხოვრობს.