პლანეტის ყველაზე ხანდაზმული მამაკაცი 113 წლის ასაკში გარდაიცვალა
იაპონიის მკვიდრი, მასაძო ნონაკა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმულ ადამიანად იყო მიჩნეული, 113 წლისა და 179 დღის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ იაპონური მედიასაშუალება – tv.asahi იუწყება.
ნოკაკა 1905 წლის 25 ივლისს დაიბადა. მას ხუთი შვილი, 7 ძმა, ერთი და და უამრავი შვილიშვილი ჰყავდა. ბოლო წლებში ნოკაკა ჰოკაიდოში, კუნძულ მაკანიზე ცხოვრობდა, უყვარდა გაზეთების კითხვა, ტელევიზორის ყურება, განსაკუთრებით კი სუმოს ბრძოლებს გულშემატკივრობდა, თვალს ადევნებდა საოპერო სპექტაკლებსაც.
შვილიშვილები ნონაკას ტკბილეულით ხშირად ანებივრებდნენ.
იაპონური მედიის ცნობით, მასაძო ნონაკას გარდაცვალების შემდეგ, მსოფლიოს უხუცესი ადამიანის სტატუსი გერმანიის მკვიდრს, გუსტავ გერნეტის გადაეცემა, რომელიც 1905 წლის 15 ოქტომბერს არის დაბადებული და სავარაუდოდ, იაპონელი ხანდაზმული მამაკაცის მსგავსად, გინესის რეკორდების სიაში ახლა უკვე ის მოხვდება.