70 გარდაცვლილი და 50-ზე მეტი დაშავებული – მექსიკაში ნავთობსადენზე მომხდარი აფეთქების შედეგების გამოძიება დაიწყო (ფოტო, ვიდეო)

70 გარდაცვლილი და ათეულობით დაშავებული – ადგილობრივი მედია მექსიკაში ნავთობსადენზე მომხდარი აფეთქების შედეგების შესახებ იუწყება. ცნობილია, რომ შემთხვევა იდალგოს შტატში მოხდა, როდესაც რამდენიმე ადამიანი ნავთობსადენში არსებული ნაპრალიდან ნავთობის მოპარვას ცდილობდა. ამ დრომდე შემთხვევის ადგილს ადგილობრივი პოლიცია იცავს.
დაშავებული მოქალაქეები, ძლიერი დამწვრობით, უახლოეს სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. ადგილობრივი გუბერნატორის, ომარ ფაიადის განცხადებით, გარდაცვლილთა შორის 12 წლის ბავშვიცაა.
მექსიკის ხელისუფლების ცნობით, ნავთობის ქურდობის გახშირებული შემთხვევების გამო, ქვეყნის ბიუჯეტი ყოველწლიურად სამ მილიარდ დოლარზე მეტს კარგავს. მექსიკის პრეზიდენტმა ფელიპე კალდერონმა გარდაცვლილთა ოჯახებს თანაგრძნობა გამოუცხადა და პირობა დადო, რომ ინციდენტს გამოიძიებენ და აფეთქების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს კომპენსაციას აუნაზღაურებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები