„ქართული ხელნაწერი წიგნი საზღვარგარეთ“ – მონოგრაფიის წარდგენა გაიმართა

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ილია აბულაძის სახელობის დარბაზში გაიმართა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტით გამოცემული მონოგრაფიის, „ქართული ხელნაწერი წიგნი საზღვარგარეთ“ (ქართულ და ინგლისურ ენებზე) წარდგენა.
მონოგრაფიაში წარმოდგენილია მსოფლიოს 21 ქვეყანაში დაცული VII-XIX საუკუნეების 1 532 ქართული ხელნაწერი წიგნისა და ფრაგმენტის შესახებ არსებული სამეცნიერო ინფორმაცია.
ღონისძიებას უძღვებოდა სამეცნიერო ანალიტიკური და საგამომცემლო განყოფილების უფროსი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი შალვა გლოველი.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით ასევე მიმართა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორის მოადგილემ,  ჯაბა სამუშიამ.
აღნიშნული პროექტის ხელმძღვანელი იყო კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილების მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი ნესტან ჩხიკვაძე, პროექტის კოორდინატორი ზურაბ სამარღანიშვილი.
ასევე პროექტში ჩართულები იყვნენ; ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილების მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი ლელა შათირიშვილი, ამავე განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი მაია კარანაძე და არქივთმცოდნეობისა და ელექტრონული არქივის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ვლადიმერ კეკელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები