ლანჩხუთში, 500-მდე ოჯახის სასმელი წყლით უზრუნველსაყოფად სამუშაოები დაიწყო

ლანჩხუთში 500-მდე ოჯახს სასმელი წყლის პრობლემა მაისიდან მოუგვარდება. ადგილობრივი მოსახლოების უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ სამუშაოები უკვე დაიწყო.
„ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო, 9 ქუჩის მოსახლეობა ათეული წლებია ცენტრალიზებული წყალმომარაგების სისტემით ვერ სარგებლობს.
მიმდინარე პროექტი ითვალისწინებს 1 კმ-მდე მაგისტრალური მილსადენისა და 14 კმ გამანაწილებელი ქსელის მშენებლობას. სამუშაოები აპრილის ბოლოს დასრულდება. მაისიდან, ახალი სისტემის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, მოსახლეობას 24-საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგება ექნება.
ამ დროისთვის, ინფრასტრუქტურული სამუშაოები უკვე დასრულებულია მგელაძის, ცაბაძის, დუმბაძისა და მშვიდობის ქუჩებზე. პროექტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 000 000 ლარზე მეტია გამოყოფილი. კომპანია გურიის რეგიონში, რამდენიმე მუნიციაპლიტეტში წყლისა და კანალიზაციის ინფრასტრუქტურის მოწყობას განაგრძობს. ურეკში, წყალმომარაგება-წყალარინების სისტემებისა და წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა მიმდინარე წელს სრულდება. გარდა ამისა“,- აცხადებენ ინფრასტრუქტურის სამინისტროში.
მათივე ცნობით, 2019 წლის გაზაფხულზე კომპანია ანასეულის მოსახლეობის უწყვეტი სასმელი წყლით უზრუნველსაყოფად სამუშაოებს დაიწყებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები