ბათუმში ქარმა პრობლემები შექმნა – ორი ადამიანი საცხოვრებელი სახლის სახურავიდან ჩამოვარდა

ბათუმში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა. არსებული ინფორმაციით, მაღალსართულიანი შენობის სახურავიდან ძლიერი ქარის შედეგად ორი ადამიანი გადმოვარდა. ერთ-ერთ მათგანს დახმარება ადგილზე გაეწია, მეორე კი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის გადაუდებელი დახმარების განყოფილებაშია მოთავსებული.
ამასთან, ძლიერი ქარის გამო ქალაქში წაქცეულია ხეები, ნაგვის ურნები, დააზიანა რამდენიმე შენობის ფანჯარა. ჩამსხვრეულია მინები.
როგორც “კვირას” ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში განუცხადეს, დაშავებული მამაკაცი 52 წლისაა, მას წელის მალებზე აღენიშნება დაზიანება. ამ წუთებში პაციენტს შესაბამისი კვლევები უტარდება, რის შემდეგაც გადაწყდება, ჩაუტარდება თუ არა ოპერაცია.
დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები