კახა კალაძემ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა

თბილისის მერი კახა კალაძე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის თანამშრომლებს მადლობას უხდის.
დედაქალაქის მერის თქმით, გრიპის ვირუსის გამო, ექიმები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ და მოქალაქეებს 24 საათის განმავლობაში ემსახურებიან.
„მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის თანამშრომლებს, რომლებიც ბოლო პერიოდში გავრცელებული ვირუსული დაავადებების გამო, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ სასწრაფო დახმარების ბრიგადები დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური ექიმებითა და მძღოლებით. ისინი 24 საათის განმავლობაში ემსახურებიან თბილისს მიუხედავად იმისა, რომ ვირუსის მართვა არ შედის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის საქმიანობაში. არ წყდება ზარები მოსახლეობის მხრიდან. ეს ადამიანები ყველაფერს აკეთებენ, რათა მაქსიმალურად ემსახურონ თბილისს. კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო ადამიანებს იმ საქმიანობისთვის, რასაც ისინი ყოველდღიურ რეჟიმში აკეთებენ“, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები