არჩილ თალაკვაძე: პროკურატურა ყველაფერს აკეთებს, რომ დამოუკიდებელი გახდეს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის თქმით, ახალი კონსტიტუცია პროკურატურის დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ საქმიანობას უზრუნველყოფს.
მისივე თქმით, გენერალური პროკურატურა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დამოუკიდებელი იყოს, რასაც უწყებაში მიმდინარე რეფორმებიც ეხმარება.
„ახალი კონსტიტუცია პროკურატურის დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ საქმიანობას უზრუნველყოფს. რეფორმები უნდა გაგრძელდეს და მივესალმებით, რომ პროკურატურა აქტიურად მუშაობს ახალი კადრების მოყვანასა და მათ პროფესიულ განვითარებაზე. რეფორმები პროკურატურის საქმიანობას წაადგება. პროკურატურა ყველაფერს აკეთებს, რომ დამოუკიდებელი გახდეს და ეს ხდება როგორც ინსტიტუციური განვითარების მიმართულებით, ასევე კანონმდებლობის შეცვლის სახით. ის სასურველი წერტილი, როცა პროკურატურა სრულიად თანამედროვე იქნება, ეს მომენტი წინ გვაქვს, მაგრამ მთავარია, რომ ეს პროცესი ვითარდება”, – განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები