არჩილ თალაკვაძე: უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზე ჩვენს ეკლესიას კომუნიკაცია ექნება ეკლესიასთან, ხელისუფლებას კი ხელისუფლებასთან

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის თქმით, უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე ეკლესიას კომუნიკაცია ექნება ეკლესიასთან, ხოლო ხელისუფლებას კავშირი ხელისუფლებასთან აქვს.
მისივე თქმით, ქართული მხარე ნებისმიერ გადაწყვეტილებას მიესალმება, რომელიც პარტნიორი ქვეყნის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის გაძლიერებისკენ იქნება მიმართული.
„უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე კონსულტაციები გაიმართება როგორც ეკლესიებს, ასევე ორი ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის. რაც შეეხება ეკლესიის საკითხს, ამ თემაზე ეკლესიას კომუნიკაცია ეკლესიასთან ექნება, ხოლო ხელისუფლებას კავშირი ხელისუფლებასთან აქვს“, – განაცხადა თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, ოპოზიციონერი დეპუტატი გიგა ბოკერია ხელისუფლებას მოუწოდებს, უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს და საქართველოს საპატრიარქოს გადაწყვეტილებას ნუ დაელოდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები