ჯვრის მონასტერი გაიხსნა

მცხეთის ჯვრის მონასტერი გაიხსნა. ტაძარში ღვთისმსახურება დილიდან ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. ჯვრის მონასტერი რამდენიმე დღის განმავლობაში დაკეტილი იყო. ამის მიზეზი სასულიერო პირებსა და გარემოვაჭრეებს შორის არსებული დაპირისპირება გახდა.
ჯვრის მონასტრის საძმომ გუშინ განცხადება გაავრცელა და მონასტრის დაკეტვის მიზეზები განმარტა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 2017 წლიდან მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ეკლესიასა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე, კანონის დარღვევითა და დადგენილი წესების უგულებელყოფით მოვაჭრეებმა დაიკავეს ავტოსადგომის ტერიტორია და დაიწყეს უკანონო საქმიანობა, რამაც ადგილზე წარმოშვა ანტისანიტარია და განუკითხაობა.
თავის მხრივ, მცხეთის მერი გოგიტა კაპანაძე აცხადებს, რომ მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობის მოწესრიგებას მერია უზრუნველყოფს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები