კალიფორნიაში რობოტმა ეჭვმიტანილი დაარწმუნა, პოლიციას ჩაბარებოდა

კალიფორნიის ქალაქ ნავატოში, ხულიგნობასა და ხანძრის გაჩენის მცდელობაში ეჭვმიტანილი პოლიციას მას შემდეგ ჩაბარდა, რაც მასთან სპეციალურად გაწვრთნილმა რობოტმა მოლაპარაკებები აწარმოა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას გამოცემა “Sacramento Bee” ავრცელებს.
ხუან რომანს ერთ-ერთი ადგილობრივი ბენზინაგასამართი სადგურის “Circle K-ის” თანამშრომელთან კამათი რეზინის მილის პრობლემების გამო მოუვიდა. რის შედეგადაც ამერიკელი მწყობრიდან გამოვიდა, ბენზინით სავსე ავზი აიღო, მიწაზე დაღვარა და ხანძრის გაჩენას შეეცადა. როდესაც ეს არ გამოუვიდა, რომანი მიიმალა.
“Circle K-ის” თანამშრომელმა პოლიცია გამოიძახა. სამართალდამცველებმა კანონდამრღვევს კომპანია “Safeway”-ის ბენზინგასამართ სადგურზე 6-საათიანი სამძებრო მოქმედებების შემდეგ მიაგნეს და ალყაში მოაქციეს. მათი ვარაუდით, დამნაშავე შეიარაღებული იყო, რის გამოც სპეციალურად გაწვრთნილი რობოტი მოიყვანეს, რომელიც მოლაპარაკებებს აწარმოებდა. ამ უკანასკნელმა კი ხუან რომანის გადარწმუნება შეძლო და კანონდამრღვევი პოლიციას ჩაბარდა.

თარგმნა ანა პაპიძემ

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები