ქაბულში ტერაქტს 4 ადამიანი ემსხვერპლა- დაშავებულთა უმრავლესობა ბავშვია
ქაბულში, მომხდარი აფეთქებას, სულ მცირე, 4 ადამიანი ემსხვერპლა, 44 კი – დაშავდა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას ავღანეთის შს სამინისტროს წარმომადგენელი, ნაჯიბ დანიში სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მისი თქმით, დაშავებულებს შორის 10 მცირეწლოვანია.
მისივე ინფორმაციით, აფეთქება გასართობი კომპლექსში მოხდა. ხელისუფლებამ აღნიშნული ფაქტი ტერორისტულ აქტად გადააკვალიფიცირა.
თარგმნა ანა პაპიძემ