ჩინეთში კანადელის სიკვდილით დასჯის გამო, კანადის პრემიერი უკმაყოფილოა
ჩინეთის სასამართლომ კანადის მოქალაქეს ნარკოტიკების კონტრაბანდისთვის პატიმრობის ვადა სიკვდილით დასჯით შეუცვალა. კანადელის ოჯახი სასამართლოს გადაწყვეტილებას საშინელს და არაადამიანურს უწოდებს, ხოლო კანადის პრემიერ-მინისტრი, ჯასტინ ტრიუდო, პეკინს სიკვდილით დასჯის თვითნებურად გამოყენებაში ადანაშაულებს.
რობერტ ლოიდლი შელენბერგის განაჩენი კანადისა და ჩინეთის დაძაბული დიპლომატიური ურთიერთობების გამო დამძიმდა.
“ჩვენ განსაკუთრებით გვაშფოთებს ის ფაქტი, რომ ამ შემთხვევაში, ჩინეთმა თვითნებურად მიიღო სიკვდილით დასჯის გადაწყვეტილება”, – განაცხადა კანადის პრემიერ-მინისტრმა.
გასული წლის 20 ნოემბერს ჩინეთის სასამართლომ კანადელს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, მაგრამ, მოსამართლემ ეს განჩინება ძალიან ლმობიერად მიიჩნია და სიკვდილით დასჯით შეცვალა.
შელენბერგს გადაწყვეტილების გასაჩივრება 10 დღის განმავლობაში შეუძლია.
თარგმნა ანა პაპიძემ