თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კომპანია „თელასის“ ცნობით, გლდანის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), დავით სარაჯიშვილის, ელეფთერ ანდრონიკაშვილის, ლიბანის და ილორის ქუჩების მცხოვრებლებს. ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“, I, III, IIIა მიკრორაიონების მცხოვრებლებს.
 
კრწანისის რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის, თელეთის და კრწანისის ქუჩების მცხოვრებლებს. ვაკის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რჩეულიშვილის, აბაშიძის და იმედაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
საბურთალოს რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), კალისტრატე ქუთათელაძის, იოველ ქუთათელაძის, მიხეილ თამარაშვილის და ქავთარაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
მთაწმინდის რაიონში კომპანია „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მოთხოვნით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი შინდისის მცხოვრებლებს.
 
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები